en
ge

ფინანსური აღრიცხვის შემსწავლელი ტრენინგები

აჭარა. 11 თებერვლიდან „დემოკრატიის ინსტიტუტის” ტრენინგ ცენტრში ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების შემსწავლელი ტრენინგები დაიწყო. ტრენინგ პროგრამა მოიცავს, როგორც ბუღალტრული აღრიცხვის თეორიულ საფუძვლებს, ასევე საწარმოთა საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საკითხებს. განხილული თემების შესწავლის გასაადვილებლად, ტრენერი იყენებს პრაქტიკულ მაგალითებს. ისწავლება სამეურნეო ოპერაციების ბუღალტრული გატარებები. კურსი ასევე მოიცავს საგადასახადო საქმის საკვანძო საკითხებს, გადასახადების სახეებს, ვადებს, დაანგარიშებას და დეკლარირებას. ტრენინგები ორ ჯგუფთან მიმდინარეობს, მისი ხანგრძლივობა კი ოთხი თვეა. პროგრამის სრულად გავლის შემთხვევაში გაიცემა სერთიფიკატი. ტრენინგი ტარდება პროექტის „დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში” ფარგლებში. პროექტს აფინანსებს „ევროკავშირი”.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)