თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს კვლევას და რეკომენდაციებს ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის ანტიკორუფციული სტრატეგიების შემუშავებისთვის.
„IDFI მიიჩნევს, რომ თვითმმართველობების ეფექტიანი ფუნქციონირებისა და კორუფციის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი სტრუქტურების მაქსიმალური ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, მოქალაქეთა, ისევე როგორც საჯარო მოხელეების, ცნობიერების ამაღლება კორუფციით გამოწვეული ზიანისა და პრევენციის მეთოდებზე. აღნიშნულის მისაღწევად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ადგილობრივ დონეზე უზრუნველყოფილი იყოს კორუფციის პრევენციის ისეთი საბაზისო მექანიზმები, როგორიც არის: საჯარო მოხელეთა ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრა, ეთიკის კოდექსის დანერგვა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართვა ანტიკორუფციულ საქმიანობაში, საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგების გამართვა...", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: idfi.ge