en
ge

საია საქართველოს პარლამენტის მუშაობის ტემპს ეხმაურება

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება მიმდინარე კვირის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის ტემპებს და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხს.
საიას ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პარლამენტის რეგლამენტის 49-ე მუხლი ითვალისწინებს პარლამენტის მუშაობის გამჭვირვალობის გარანტიებს, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანი მექანიზმია საკანონმდებლო პროცესის შესახებ ინფორმაციის დროული გავრცელებისა და პროცესში  დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის თვალსაზრისით. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ წინა მოწვევის პარლამენტის საქმიანობის უმთავრესს ხარვეზს სწორედ მუშაობის სწრაფი ტემპი და პროცესი არასაკმარისი გამჭვირვალობა წარმოადგენდა, რაც სამოქალაქო საზოგადოების პროცესში ჩართულობის შესაძლებლობას ამცირებდა.
რაც შეეხება ახალი მოწვევის პარლამენტს განცხადებაში ნათქვამია, რომ „...ახალი მოწვევის პარლამენტი საშემოდგომო სესიის მიმდინარეობისას, ცალკეული გამონაკლისების გარდა, უზრუნველყოფდა საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას, რაც კომიტეტების მუშაობის დროისა და დღის წესრიგის შესახებ ინფორმაციის დროულად გამოქვეყნებაში გამოიხატებოდა. თუმცა, უკანასკნელი კვირის მანძილზე პარლამენტის მუშაობის ტემპებიდან გამომდინარე, უმეტეს შემთხვევაში ირღვევა გამჭვირვალობის მოთხოვნები, რაც დაინტერესებულ პირებს არ აძლევს შესაძლებლობას იყვნენ ინფორმირებულნი საკომიტეტო მუშაობის შესახებ..."
სრულად
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)