en
ge

სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილის პროტესტი

თბილისი. 20 დეკემბერს, ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ მშვიდობის ხიდზე აქცია გამართა ლოზუნგით „არა პოლიტიკურ დაჭერებს". ისინი გუშინ, 19 დეკემბერს რამდენიმე პირის დაკავებას გამოეხმაურნენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გმობენ ქვეყანაში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებს.
აქციაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ აფუძნებენ კოალიციას სახელწოდებით „საზოგადოებრივი ინიციატივა", რომლის მიზანიც მათი თქმით, ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების განვითარებისათვის ხელშეწყობაა. ორგანიზაციები, რომლებიც ამ კოალიციაში გაერთიანდებიან საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. მათი სიის გავრცელებას ორგანიზატორები დღის ბოლომდე გეგმავენ.
წყარო: media.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)