შიდა ქართლი. გორში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევის „იმუნიტეტი, როგორც ხელშეუხებლობის გარანტი?!" პრეზენტაცია გაიმართა.
„კვლევის მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი თვითმმართველობის პირდაპირი გზით არჩეულ თანამდებობის პირთა სისხლისსამართლებრივი იმუნიტეტის საკითხის შესწავლა, კერძოდ: კვლევის ფარგლებში განხილულ იქნა სისხლისსამართლებრივი იმუნიტეტის ირგვლივ არსებული საერთაშორისო პრაქტიკა, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სტრუქტურების (GRECO, ვენეციის კომისია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო) დასკვნები, გადაწყვეტილებები, მოსაზრებები და უცხოური სახელმწიფოების გამოცდილება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში