აჭარა. ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო" ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია აჭარის მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდების გათვითცნობიერება უმაღლესი განათლების მნიშვნელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
„თებერვლიდან აპრილამდე ხულოში, შუახევში, ქედაში და ქობულეთში ჩატარდება ლექციები და ტრენინგები, სადაც ახალგაზრდები მიიღებენ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი განათლების სასწავლო პროგრამების, დაფინანსების შესაძლებლობების, შეღავათებისა და სხვა შეთავაზებების შესახებ. გაეცნობიან გზამკვლევს და მიიღებენ რჩევებს მომავალი პროფესიის შერჩევასთან დაკავშირებით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
შეხვედრების განრიგი ასეთია: 05-06 მარტი, 2016 - ქედა, 26-27 მარტი, 2016 - შუახევი, 09-10 აპრილი, 2016 - ხულო.
წყარო: www.osgf.ge