თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
„უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენები, მათ შორის, სახელმწიფო უნივერსიტეტში უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის შესაძლო მუშაობის ფაქტი და მისი მხრიდან საუნივერსიტეტო/სასწავლო და მმართველობით პროცესებზე აქტიური გავლენის მოხდენის მცდელობა განსაკუთრებით საგანგაშოა საგანმანათლებლო სივრცეში. სასწავლო დაწესებულებები თავისი ბუნებით არ წარმოადგენს უსაფრთხოების განსაკუთრებული რეჟიმის სუბიექტებს და ისინი სრულიად თავისუფალი უნდა მსგავსი პოლიციური კონტროლის მექანიზმებისგან", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: emc.org.ge