თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაცხადებას ავრცელებს.
„თსუ-ში აქციები კვლავაც გრძელდება, მნიშვნელოვანია, რომ მედიის წარმომადგენლებს მიეცეთ პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელების საშუალება და შეძლონ აუდიტორიისთვის ინფორმაციის მიწოდება. შესაბამისად, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლებს, უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხო სამუშაო პირობები", ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.
წყარო: qartia.org.ge