თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" ასოციაცია „ათინათის" პროექტის „საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისთვის" ფარგლებში, შეხვედრები გამართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 30 სოფელში.
„შეხვედრების ერთ-ერთი მიზანი სოფლებში არსებული პრობლემების გამოვლენა და მათი შესაბამისი საჯარო უწყებებისათვის წარდგენა იყო. ადგილობრივმა მოსახლეობამ მთლიანობაში 131 პრობლემატური საკითხი გამოავლინა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge