თბილისი. 5 აპრილს, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბამ" ბრიფინგი გამართა. ორგანიზაციის ანალიტიკოსმა, პაატა ბაირახტარმა ტურიზმის უახლესი მონაცემები შეაფასა.
„2016 წლის პირველ 3 თვეში, საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ 1 134 436 მლნ -ს მიაღწია. ეს მონაცემი 14.7 %-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო სამ თვეში ტურისტულად ყველაზე აქტიური მარტის თვე გამოდგა. მხოლოდ მარტში საქართველოში 450 875 ვიზიტორი დაფიქსირდა რაც 16.7 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ბოლო 10 წლის მანძილზე მარტის თვეში ამ რაოდენობის ვიზიტორი არ დაფიქსირებულა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში