თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ღია წერილით მიმართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით: როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი მთავრობის წევრებს შეახსენეთ რომ ვალდებულნი არიან მედიასთან ჰქონდეთ კომუნიკაცია მაშინაც, როცა არ მოსწონთ რომელიმე მედიასაშუალება, ჟურნალისტი ან მათ მიერ დასმული კითხვები. გამოიჩინონ პატივისცემა და გაანალიზონ, რომ მედიის საშუალებით საკუთარ ამომრჩეველს ესაუბრებიან.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრები ჩავიდნენ მედიაცენტრში და კითხვების არსებობის შემთხვევაში უპასუხონ მათ. უზრუნველყოფილი იყოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა", ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.
წყარო: www.media.ge