შიდა ქართლი. 8 აპრილს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროექტ „სალექციო კურსი მსოფლიო რელიგიებისა და კულტურის შესახებ" ფარგლებში გაიმართა მესამე ლექცია. ლექციაზე იმსჯელეს ნაციონალიზმის, რელიგიისა და იდენტობის შესახებ.
„პროექტს ახორციელებს „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი" და „თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის", კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონული პროგრამისა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მხარდაჭერით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში