იმერეთი. 25 დეკემბერს, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა მოაწყვეს საშობაო-საქველმოქმედო აქცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „ჯადოსნური სამყარომ" სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის. აქციის ფარგლებში ქველმოქმედებაში მონაწილეობა მიიღო ქუთაისის წმ. ნინოს სახელობის №3, ოცხელის სახელობის №2, №7, №40, №38, №14 საჯარო სკოლებმა, ასევე წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. ახალგაზრდული ცენტრის 86 წევრმა 1 კვირის განმავლობაში შეაგროვეს თბილი ტანსაცმელი, ფეხსაცმელები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები და გადასცეს ბავშვებს.
29 დეკემბერს
კი სოციალურად დაუცველი ბავშვები დაესწრებიან სპექტაკლს ლ. მესხიშვილის
სახელობის აკადემიური თეატრის მცირე დარბაზში. სპექტაკლიდან შემოსული თანხით შეძენილი იქნება მუსიკალური ცენტრი ბავშჳთა დღის ცენტრისთვის.
საქველმოქმედო აქცია ორგანიზებული იქნა „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის" (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში