აჭარა. 26
დეკემბერს, ბათუმის ევროპის მოედანზე, ახალგაზრდულმა ორგანიზაცია „Art Way" პროექტის „რე–ანიმაციას” ფარგლებში
მორიგი ღონისძიება – „ქუჩის
სახალისო შეჯიბრი" გამართა. აღნიშნული შეჯიბრი ჩატარდა სპორტის სხვადასხვა
მიმართულებით: ბოულინგი, დარცი, ბილიკის გავლა და სხვა.
აქტივობა
მიზნად ისახავდა უსინათლოთა მიმართ მორალური მხარდაჭერის გამოხატვას. ასევე;
საზოგადოებისთვის ერთგვარი მესიჯის გაგზავნას, რათა სპორტულ ღონისძიებებში
უსინათლოთა ჩართვას დაუჭირონ მხარი. შეჯიბრში მონაწილეობას იღებდნენ „Art Way” კლუბის
წევრები და ღონისძიებით სპონტანურად დაინტერესებული პირები.
პროექტი
დაფინანსებულია აღმოსავლეთ–დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ.