თბილისი. 23 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა" თბილისში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების ნდობის დადგენის მიზნით, 1000 რესპოდენტი გამოკითხა.
„გამოკითხვის მიზანს წარმოადგენდა დედაქალაქის მოსახლეობის რეალური განწყობების დადგენა საპარლამენტო არჩევნების პროცესში, მათი მოლოდინების და სამოქალაქო განწყობების იდენტიფიცირება. ბუნებრივია, კითხვარის შედგენისას გავიარეთ კონსულტაციები პროფესიონალ და კვალიფიციურ სოციოლოგებთან. რა თქმა უნდა, ჩვენი გამოკითხვა არ შეიძლება სრულ, ზუსტ და უტყუარ სურათს წარმოსახავდეს, მაგრამ შესაბამისი მეთოდიკის დაცვით, ვფიქრობთ მივაღწიეთ ჩვენს სინამდვილეში ესოდენ იშვიათი ფაქტის შექმნას – ჩატარდა მიუკერძოებელი გამოკითხვა და დაიდო მიუკერძოებელი შედეგები, რაც ვფიქრობთ, პირველი პრეცედენტია და მას სხვებიც მიბაძავენ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: barristers.ge