თბილისი. ომბუდსმენის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშის ერთ-ერთ რელევანტურ საკითხს ბავშვთა მინდობით აღზრდისა და რეინტეგრაციის სახელმწიფო ქვეპროგრამების მონიტორინგი წარმოადგენს.
„მონიტორინგის დროს შემოწმდა მინდობით აღზრდისა და რეინტეგრაციის პროცედურების განმახორციელებელი ორგანოების მიერ აღნიშნული სერვისების შესრულება გაეროს ბავშვის უფლებათა კონვეციის (CRC), ევროპის მინისტრთა საბჭოს შესაბამისი რეზოლუციებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, შემდეგი მიმართულებებით: ძალადობის, ექსპლუატაციისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობა, სიღარიბისა და ცხოვრების არასათანადო პირობებისაგან დაცვა, კონფიდენციალურობა და ინდივიდუალური მიდგომა, ხარისხიანი და დროული ჯანმრთელობის უფლება, განათლების უფლების თანაბარი ხელმისაწვდომობა, დისკრიმინაცია და არათანასწორი მოპყრობა", ნათქვამია სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.ombudsman.ge