სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა „შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვის" პროგრამის ფარგლებში შერჩეული ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის გორში, ქუთაისსა და ბათუმში მეხუთე - „მონაწილეობითი ფასილიტაციის" მოდული გამართა. სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეებს მიეღოთ ცოდნა მონაწილეობითი მიდგომის მნიშვნელობასა და ფასილიტატორის როლზე.
ორი დღის განმავლობაში საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გაიღრმავეს ცოდნა და პრაქტიკული მაგალითების საშუალებით გაიაზრეს მონაწილეობის დონეები, მიზანი, შეზღუდვები, იმსჯელეს ფასილიტატორისთვის საჭირო უნარებსა და კომპეტენციებზე, გაეცნენ სამუშაო შეხვედრის ძირითად პრინციპებს, სიტუაციური სავარჯიშოების საშუალებით კი გაიაზრეს მონაწილეობითი ფასილიტაციის სირთულეები და განსაზღვრეს შეხვედრის ეფექტურად წარმართვის მექანიზმები.
პროგრამის ფარგლებში, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს უკვე ჩაუტარდათ ტრენინგები შემდეგი მიმართულებებით: „სისტემური ცვლილება", „ინდიკატორების შემუშავება", „პროექტის ციკლის მართვა", „მონიტორინგი და შეფასება".
„შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვის" პროგრამა შემუშავებულია მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის ხელმძღვანელობით და აგებულია თანამედროვე მეთოდებისა და სტანდარტების საფუძველზე. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს „Bread for the World".