თბილისი. „მშვიდობის, დემოკრატიის
და
განვითარების
კავკასიური
ინსტიტუტი"
პრეზიდენტის
ფონდიდან
მიღებულ
800 ათასი ლარს თავისუფალი
მედიის,
ადგილობრივი
თვითმმართველობების, რელიგიური და
ეთნიკური
უმცირესობების
პროგრამების
განსახორციელებლად გამოიყენებს. ამის
შესახებ
ფონდის
თავმჯდომარემ
გია
ნოდიამ, 8 იანვარს გამართულ
პრესკონფერენციაზე განაცხადა. 800 ათასი
ლარი
„მშვიდობის, დემოკრატიის და
განვითარების
კავკასიური
ინსტიტუტმა"
პრეზიდენტის
ადმინისტრაციაში
სპეციალურად
შექმნილი
„სამოქალაქო
სექტორისა
და
თავისუფლი
მედიის
განვითარების
ხელშემწყობი"
პროექტის
ფარგლებში
მიიღო. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით კონკურში ასევე კიდევ ერთმა
ორგანიზაციამ „ზაზა დარასელის ჟურნალისტიკის განვითარების ფონდმა" გაიმარჯვა. იგი
200 000 ლარს მიიღებს.
„მშვიდობის, დემოკრატიის
და
განვითარების
კავკასიური
ინსტიტუტი"
გრანტების
გაცემისას
პრიორიტეტს
მოქალაქეების
გააქტიურებისა
და
ინტერნეტ-მედიის
განვითარებისთვის შეთავაზებულ პროექტებს
მიანიჭებს. ინსტიტუტში პროგრამის ამოქმედებამდე
იგეგმება
გამგეობის
შექმნა,
რომელიც
საზოგადოებაში
მაღალი
რეპუტაციის
მქონე
ადამიანებით
დაკომპლექტდება.
მისი
თქმით,
სავარუდოდ,
იანვრის
თვე
დაეთმობა
გამგეობის
შექმნას
და
პროცედურების
განსაზღვრას
დაეთმობა.
საგრანტო
განაცხადების
მიღებას
პროგრამაში
მონაწილეობისთვის კი თებერვლიდან დაიწყებენ.