en
ge

რამდენად უყურებს და ენდობა მოსახლეობა საზოგადოებრივ მაუწყებელს

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დაკვეთით, "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) 2016 წლის 16-28 მარტს ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა. კვლევის ფარგლებში, წელს პირველად იქნა ნაკვლევი საზოგადოებრივი მაუწყებელიც. გამოკითხვაში დედაქალაქსა და რეგიონებში მცხოვრები 2032 მოქალაქე იღებდა მონაწილეობას.
„ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (46%) საზოგადოებრივ მაუწყებელს არ უყურებს. კითხვაზე: რამდენადენად ენდობით ან არ ენდობით საზოგადოებრივ მაუწყებელს, გამოკითხულთა 21% აცხადებს, რომ უფრო ენდობა ვიდრე არ ენდობა, 12% კი მთლიანად ენდობა მაუწყებელს. რესპონდენტთა მხოლოდ 8% აცხადებს, რომ არ ენდობა მაუწყებელს, ხოლო 9% უფრო არ ენდობა ვიდრე ენდობა," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: www.transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)