სამეგრელო. 30 მაისს, რუხის საჯარო სკოლაში ჩატარდა პროგრამის პრეზენტაცია და ტრენინგი თემაზე „ტოლერანტობა".
„ასევე მოეწყო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციის ჩვენება და განხილვა. ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა ენახათ და განეხილათ 2011 წლის მულტიმედიური ფილმი „Zero”, რომელიც თვალსაჩინოდ წარმოაჩენს ადამიანებში განსხვავებულობის აღიარებისკენ მზაობისა და შემწყნარებლობის დაბალ დონეს. დისკუსიის პროცესში ახალგაზრდებმა აქტიურად გამოხატეს საკუთარი აზრი ფილმთან და შეხვედრის თემასთან დაკავშირებით," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში