თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს არ გაუშვან საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების შანსი, მიიღონ საპარლამენტო სესიაზე კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობა და მხარი დაუჭირონ მის მიღებას.
„პირველ ივნისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და კენჭი უყარა კანონპროექტს, რომელიც არსებული საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის მოდიფიცირებული ვერსიით შეცვლას ითვალისწინებს. აღნიშნული კანონპროექტით 2016 წლის არჩევნების წინ საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების რეალური შანსი იქმნება. ცვლილება საარჩევნო სისტემას გაცილებით უფრო სამართლიანს გახდის, კერძოდ, ამომრჩეველთა ნება საპარლამენტო მანდატებში მეტი პროპორციულობით აისახება," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge