თბილისი. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ეხმაურება მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების მიერ თბილისში, 4 ივნისს, როკ-ფესტივალის Tbilisi JAM! Fest 2016 კონცერტის ჩაშლის ფაქტს.
„ამ ტიპის დანაშაულების გამოუძიებლობით სახელმწიფო არათუ ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ პოზიტიურ ვალდებულებას, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უფლებები და თავისუფლებები, არამედ ძალადობის წამახალისებლის როლს თამაშობს.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, სახელმწიფოს მოვუწოდებთ, მიიღოს ეფექტური ზომები სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების პრევენციისა და გამოძიებისთვის, დაიცვას სეკულარობის პრინციპები, გაატაროს თანასწორობაზე დაფუძნებული პოლიტიკა და უარი თქვას დისკრიმინაციულ პრაქტიკაზე," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზიციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში