თბილისი. 6 ივნისს, ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს ოფისში კვლევის ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმისა და მისი იმპლემენტაციის პროცესის შეფასება პრეზენტაცია გაიმართა.
„კვლევა მომზადდა ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს" და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის - EMC" მიერ.
კვლევა მიზნად ისახავს ახალი სისტემის შეფასებას შშმ პირთა უფლებების კონვენციით განსაზღვრული სტანდარტებისა და საკონსტიტუციო გადაწყვეტილების ფონზე, გამოკვეთს მის ძირითად მახასიათებლებს, მიდგომებს, სამართლებრივ ხარვეზებსა და იმპლემენტაციის სირთულეებს. დოკუმენტი ასევე მოიცავს რეკომენდაციებს სახელმწიფო უწყებების მიმართ," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.osgf.ge