en
ge

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის გამოხმაურებას ავრცელებს „რუსთავი 2–ის“ საქმეზე

თბილისი. კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის" ტელეკომპანია „რუსთავი 2–ის" საქმეს ეხმაურება.
„...განცხადების მიზანი არ არის შეაფასოს კონკრეტული სამართლებრივი საკითხები გადაწყვეტილების შინაარსთან დაკავშირებით. ჩვენ მრავალგზის გამოვეხმაურეთ საქალაქო და სააპელაციო სასამართლო განხილვის მიმდინარეობას და აღვნიშნეთ, რომ არაერთი დეტალი აჩენდა ლეგიტიმურ ეჭვს პროცესის პოლიტიზირებასთან დაკავშირებით.
გვსურს კიდევ ერთხელ გავამახვილოთ ყურადღება საკითხის მნიშვნელობაზე. ყველაზე გავლენიანი მედიასაშუალების ბედის გადაწყვეტამ სასამართლო პროცესის მიმართ უნდობლობის ფონზე, შესაძლოა არა მხოლოდ მედია და წინასაარჩევნო გარემოზე იმოქმედოს უარყოფითად, არამედ სამართლებრივი სივრციდან გაიყვანოს პროცესი. უზენაეს სასამართლოს აქვს შანსი განსახილველად მიიღოს რუსთავი 2-ის საქმე და ნდობა აღადგინოს პროცესის მიმართ. რადგან ქვედა ინსტანციებში სახეზე იყო არაერთი გარემოება, რომელიც აჩენდა ლეგიტიმურ ეჭვს სასამართლოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, უზენაესმა სასამართლომ მიმართოს ყველა ზომას, რომ უზრუნველყოფილ იქნას საქმის განხილვა სამართლიანი სასამართლოს უფლების სრული დაცვით.” .., ნათქვამია ინფორმაციაში.
სრულად...
წყარო: osgf.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023