თბილისი. „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" ა/ო „ჯანდაცვის პლატფორმასთან" ერთად, განაგრძნობს მედიკამენტების ბაზარზე ფასების მონიტორინგს.
„უკანასკნელი კვლევის მიხედვით ინდექსი 17,43%-ით გაიზარდა და 13 პუნქტი შეადგინა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მედიკამენტების ბაზარზე ფასები მნიშვნელოვნად არის მომატებული. 200 დასახელების მედიკამენტიდან, რაც წარმოადგენს დაკვირვების ობიექტს, 78 მათგანზე ფასები გაზრდილია, ხოლო 6-ზე უმნიშვნელოდ შემცირებული, რამაც „ფანასკერტელის ინდექსის" ზრდა განაპირობა," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: afba.ge