en
ge

სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში: გამოწვევები და პერსპექტივები

სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში: გამოწვევები და პერსპექტივები
თბილლისი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ინიციატივით ლიტერატურულ კაფეში შეხვედრა–დისკუსია გაიმართა. შეხვედრაზე აჩვენეს ორგანიზაცის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომელიც ასახავს საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ისტორიას და ტენდენციებს საქართველოში. რა არის სამოქალაქო საზოგადოება, რა როლი შეიძლება ჰქონდეთ საზოგადოების მშენებლობაში საზოგადოებრივ ორგანოზაციებს, რა პრობლემები, გამოწვევები არსებობს ამ მხრივ საქართველოში და რა უნდა გაკეთდეს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. სწორედ ამ საკითხებზე წარიმართა ფილმის ჩვენების შემდეგ დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ დონორი და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთ–ერთ მთავარ გამოწვევად გამოიკვეთა ის გარემოება, რომ ორგანიზაციები არ არიან დაფუძნებული წევრობაზე, მათ საქმიანობას არ აქვს მასობრივი ხასიათი. ფილმში გამოკითხულ ადამიანთა უმრავლესობამ არ იცოდა არასამთავრობო ორგანიზაციების არსის შესახებ ან ჰქონდათ ნეგატიური დამოკიდებულება. ამ მიმართულებით უკანასკნელ წლებში ჩატარებულმა კვლევებმაც მსგავსი სურათი წარმოაჩინა. სწორედ ამიტომ დისკუსიაში მონაწილე პირები ხაზს უსვამდნენ ინფორმირებულობის უფრო მაღალი ხარისხის საჭიროებას.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა დოკუმენტური ფილმი „სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში" უკვე აჩვენა სხვადასხვა რეგიონში. ამ საკითხებზე შეხვედრა–დისკუსიების გამართვას ინსტიტუტი კვლავ გეგმავს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)