თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს: „საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საბოლოო შეფასების ფორმაზე თბილისის მერის ყოფილი მოადგილის ხელმოწერა გაყალბებულია".
„დოკუმენტი, რომელზეც ექსპერტიზის შედეგად ალუდა გოგლიჩიძის ხელმოწერის გაყალბება დადგინდა, წარმოადგენს ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი ბენეფიციარის, შორენა კუხიანიძის, საბოლოო შეფასების ფორმას. შორენა კუხიანიძემ მონაწილეობა მიიღო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2014 წლის 1 დეკემბერს გამოცხადებულ კონკურსში. მან ტესტირების ეტაპზე 58 ქულა (მაქსიმალური ქულა-60) დააგროვა, თუმცა გასაუბრების ეტაპის შემდგომ მისი წარდგენა არც ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე არ მოხდა," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge