თბილისი. საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმება ხელს შეუწყობს: „სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობას, აფართოებს Fulbright-ის აკადემიურ გაცვლით პროგრამას, წაახალისებს საგანმანათლებლო სტიპენდიებისა და აკადემიური გრანტების გამოყოფას," ნათქვამია საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
პროგრამას საქართველოს მხრიდან განახორციელებს განათლების საერთაშორისო ცენტრი, აშშ-ის მხრიდან კი მისი პარტნიორი იქნება განათლების საერთაშორისო ინსტიტუტი.
წყარო: საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში