თბილისი. საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა
ასოციაციამ, 18 იანვარს, განცხადება
გაავრცელა პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული ინიციატივის – ეკონომიკური დანაშაულის
დეკრიმინალიზაციის შესახებ. განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენი ასოციაციის მიერ
წელიწადნახევრის წინ დაწყებული იყო კამპანია ამ მოთხოვნით. ასოციაციამ საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსების შესაბამისი ანალიზიც ჩაატარა (USAID, EWMI, EPF-ის მხარდაჭერით) და გამოვიდა კონკრეტული რეკომენდაციებით, რაც მიწოდებული იყო ხელისუფლებისთვის ჯერ კიდევ 2011 წელს. სამწუხაროდ მაშინ არ მოხერხდა ცვლილებების მიღება, ანუ არ აღმოჩნდა საკმარისი ნება ხელისუფლებაში გადაედგათ ეს ნაბიჯი".