თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს გოგა თუშურაშვილის სტატიას: „საქართველოს პროკურატურის ხარჯები (2011-2015)".
„2012 წლიდან პროკურატურის თანამშრომელთა რაოდენობის ზრდამ, თავის მხრივ, განაპირობა შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი თანხების მატებაც. თუმცა, პროკურატურის შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად აღემატება დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის ტემპს. მაგალითად, 2011 წლის 31 დეკემბრიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე საშტატო თანამშრომელთა რაოდენობის ზრდამ შეადგინა 27,8%, ხოლო 2015 წელს 2012 წელთან შედარებით მათ შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები გაზრდილია 69,1%-ით," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: idfi.ge