თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს: „სახელმწიფო უწყებების რეკლამები წინასაარჩევნო პერიოდში შესაძლოა მმართველი პარტიის რეკლამად აღიქმებოდეს".
„ტელევიზიებით და სოციალური ქსელებში ხშირად გვხვდება ვიდეო რგოლები და სხვა სახის ვიზუალური მასალა, რომელშიც მოთხრობილია მთავრობის, ან სხვა საჯარო უწყებების მიღწევების თუ სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ასეთი ტიპის ინფორმაცია წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის მხრიდან შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც ხელისუფლებაში მყოფი პარტიის საარჩევნო რეკლამა, ეს კი, თავის მხრივ, ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენების ნიშნებს ატარებს. დამატებით პრობლემაა თუ ასეთი ვიდეორგოლები სოციალური რეკლამის სტატუსით არის განთავსებული მაუწყებლებში," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge