თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ვეგანური კაფე „კივის" სახელით კაფის ფართის მესაკუთრის მხრიდან სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტზე საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა.
„კაფე „კივის" მწვანე და ვეგანური (ცხოველების მიმართ ძალადობისა და მათი ექსპლუატაციის საწინააღმდეგო ფილოსოფია) იდეოლოგიური პლატფორმა აქვს და სოციალური კაფის, ასევე აქტივისტური და სადისკუსიო სივრცის ფუნქციას ასრულებს. განცხადებაში EMC ამტკიცებს, რომ ფართის მესაკუთრის მხრიდან ადგილი ჰქონდა რამდენიმე ნიშნით, მათ შორის, განსხვავებული შეხედულების, ასევე ჰომოფობიური დამოკიდებულების გამო დისკრიმინაციულ მოპყრობას, რასაც მოჰყვა ფართით სარგებლობის და ქირავნობის ხელშეკრულების უკანონო შეწყვეტა," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: emc.org.ge