en
ge

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ განცხადება

თბილისი. საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI), „დემოკრატ მესხთა კავშირთან" (UDM) პარტნიორობით საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა. სარჩელით მოთხოვნილია „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 ნაწილის „ა" ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
„სადავო ნორმა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ანიჭებს შესაძლებლობას, მიიღონ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი და ისარგებლონ კანონით დადგენილი ბენეფიტებით. ხოლო, საქართველოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები უცხოელები (უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები) ვერ სარგებლობენ მაღალმთიანი დასახლებისთვის კანონმდებლობით დადგენილი შეღავათებით, შესაბამისად ადგილი აქვს არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობას მოქალაქეობის ნიშნით," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: gdi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)