თბილისი. ომბუდსმენის 2016 წლის 11 ივლისის წინადადების შესაბამისად, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მუქარის ფაქტზე, რომელიც პარტნიორობაზე უარის თქმის მოტივით ხორციელდებოდა.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს უკანონო ადევნებისა და თვალთვალის, ასევე, ქალის მიმართ გენდერული ნიშნით მოტივირებული ძალადობის დეფინიციას, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მოკლე ვადაში განხორციელდა სახალხო დამცველის წინადადებაზე რეაგირება. 2016 წლის 21 ივლისს დაკავებული იქნა მოქალაქე ჯ.ხ., რომელსაც წარედგინა ბრალდება, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულს გირაო შეუფარდა," ნათქვამია სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.ombudsman.ge