მცხეთა-მთიანეთი. 30 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით, სასტუმრო „ალპინაში", გუდაურში გაიმართა მორიგი ტრენინგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთათვის.
„პროექტის განხორციელების არეალს წარმოადგენს: შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი (8 საარჩევნო ოლქი). ტრენინგების ციკლი გრძელდება 20 ივლისიდან - 17 აგვისტოს ჩათვლით და მოიცავს 8 ტრენინგს, პოლიტიკური პარტიების 180-მდე წარმომადგენელისათვის.
პროექტის მიზანია პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა 2016 წლის ოქტომბერში გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის," ნათქვამია განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში