en
ge

საიას დახმარებით მოქალაქეს დევნილის სტატუსი აღუდგა

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) სასამართლოში წარმოადგენდა გ.გ.-ს, რომელიც 2006 წლიდან მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის მუნიციპალიტეტში.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 20 ივნისის ბრძანებით გ.გ.-ს ჩამოერთვა დევნილის სტატუსი იმ საფუძვლით, რომ მან ყალბი დოკუმენტისა და ინფორმაციის საფუძველზე მოიპოვა სტატუსი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით ბათილად იცნო მინისტრის ბრძანება და გ.გ.-ს აღუდგა სტატუსი.
სასამართლომ განმარტა, რომ სამინისტროსათვის წარდგენილი იყო ყველა აუცილებელი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა 2008 წლის აგვისტომდე გ.გ.-ს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტს. მიუხედავად ამისა სამინისტრო უსაფუძვლოდ აგრძელებდა გადაწყვეტილების გასაჩივრებას და 2 წლის განმავლობაში გ.გ. ვერ ახერხებდა დევნილის შემწეობას მიღებას. უზენაესი სასამართლოს განჩინების საფუძველზე ძალაში დარჩა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები, გ.გ.-ს აღუდგა დევნილის სტატუსი და აუნაზღაურდა განაცდური შემწეობა. უზენაესი სასამართლოს განჩინების საფუძველზე ძალაში დარჩა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები, გ.გ.-ს აღუდგა დევნილის სტატუსი და აუნაზღაურდა განაცდური შემწეობა," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)