თბილისში. 10 აგვისტოს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის „გაძლიერებული ქალები მშვიდობისა და განვითარებისათვის" ფარგლებში, კოოპერატივის წევრი ქალებისთვის სამ დღიანი ტრენინგი ჩატარდა.
„აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში ქალები შეიძენენ ქათმებს, ძროხებსა და ფუტკარს, დაამზადებენ ჩირსა და რძის პროდუქტებს და ადგილობრივ ბაზარზე გაიტანენ გასაყიდად. სამდღიანი ტრენინგი კი მიზნად ისახავს სწორედ იმ კოოპერატივის წევრი ქალების მომზადებას ვინც, შინ დაბრუნების შემდეგ, დამოუკიდებელი ეკონომიკური საქმიანობა უნდა დაიწყოს," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში