თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" 11 მოქალაქის უფლებების დასაცავად, სტრასბურგში, რუსეთის წინააღმდეგ საჩივარს შეიტანს.
„საჩივრით ჩვენ ვამტკიცებთ რომ, 2008 წლის შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ განხორციელებული მცოცავი ოკუპაციით დაირღვა საქართველოს მოქალაქეების საკუთრების უფლება, კერძოდ, მათ უკანონოდ წაართვეს სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლები და სხვა სამეწარმეო ობიექტები. საქართველოს მოქალაქეებს შეეზღუდათ წვდომა სალოცავებზე და ოჯახის წევრების საფლავებზე. ყოველივე წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევას," ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: www.transparency.ge