თბილისი. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტროს ინიციატივით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ველო-ტური გამართა.
„ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს მოსახლეობის ჯანსაღი ცხოვრების სტილის პროპაგანდას, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციას და ამ მხრივ ჰაერის დაბინძურების შემცირებას. ამ დღეს საფუძველი გაეროს ასამბლეის 1999 წლის 17 დეკემბრის რეზოლუციით ჩაეყარა და 2000 წლის 12 აგვისტოს ცივილიზებულმა სამყარომ პირველად აღნიშნა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე," ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: სამინისტროს ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში