en
ge

„საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის მონიტორინგი“

თბილისი. 19-22 აგვისტოს, „საზოგადოებრივმა დამცველმა", წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ფარგლებში, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის (ე.წ. პროფესიული ნიშნით დაკომპლექტება) პროცესის მონიტორინგი განახორციელა.
გრძელვადიანი დამკვირვებლების შეფასებით იმ საოლქო საარჩევნო კომისიებში, სადაც საზოგადოებრივი დამცველის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და განახორციელეს მონიტორინგი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევასთან დაკავშირებით, პროცესი გამჭვირვალედ და დარღვევების გარეშე წარიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივი დამცველი, პარლამენტის არჩევნებისათვის ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციად ცესკომ 30 ივლისს დაარეგისტრირა. ორგანიზაცია სადამკვირვებლო მისიას განახორციელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა დონის საარჩევნო კომისიაში. გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლები აქტიურად დააკვირდებიან წინასაარჩევნო პერიოდს, კენჭისყრის დღეს და არჩევნების შემდგომ პერიოდს.
თუ ფლობთ ინფორმაციას წინასაარჩევნო დარღვევების, საარჩევნო მიზნებისთვის ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევის, მოქალაქეთა საარჩევნო უფლებების დარღვევის, საარჩევნო კანონმდებლობის ნებისმიერი დარღვევის შესახებ გთხოვთ გვაცნობოთ ელ-ფოსტაზე: election.advocacy@yahoo.com ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: (+995)32 2969120
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)