en
ge

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა

გურია. 23 იანვარს, მორიგი საჯარო განხილვა გაიმართა ოზურგეთში „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" დარბაზში. საკონსტიტუციო ცვლილების პირველი პროექტი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელს ეხება; ხოლო მეორე პროექტი – პრეზიდენტის უფლებამოსილებებს.
შეხვედრაზე, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრებმა საპარლამენტო უმრავლესობიდან, ოპოზიციური ფრაქციებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან დამსწრე საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტები წარუდგინეს და საკუთარი მოსაზრებები გააცნეს. შეხვედრას მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ შეხვედრები უკვე ჩატარდა ზუგდიდში, ქუთაისში და თბილისში. შეხვედრები ასევე შემდეგ ქალაქებში გაიმართება: ბათუმი (23 იანვარი), გორი (24 იანვარი), რუსთავი (25 იანვარი), თელავი (25 იანვარი) და ახალციხე (26 იანვარი).
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო–სახალხო განხილვის პროცესი ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით ხორციელდება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)