თბილისი. 23 იანვარს ინფორმაციის თავისუფლების განვითერების
ინსტიტუტმა (IDFI) თავის
ბლოგზე გამოაქვეყნა გაეროს მიერ ელ–მმართველობის განვითარების შედეგები. 2010
წლიდან 2012 წლამდე საქართველომ მე–100 ადგილიდან 72–ზე გადაინაცვლა. თუმცა,
როგორც ინსტიტუტის ბლოგზე ვკითხულობთ, სამთავრობო უწყებების ვებგვერდების მმონიტორინგის
მიხედვით, რომელსაც ინსტიტუტი აწარმოებს, „სერიოზული პრობლემები არსებობს მათ
ოფიციალურ ელექტრონულ რესურსებზე საკომუნიკაციო მექანიზმების დანერგვასთან და უკვე
დანერგილი აპლიკაციების ეფექტურ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით".
წყარო: eparticipationge.wordpress.com