აჭარა. ქალთა საინფორმაციო ცენტრი ქალაქ ამბროლაურის წარმომადგენელი ლიდერი ქალებისთვის ქობულეთში გასვლით ტრენინგს მართავს.
„ტრენინგის მონაწილე ქალები მოწვეული ექსპერტებისგან მიიღებენ ინფორმაციას გენდერული თანასწორობის, გენდერული როლებისა და სტერეოტიპების, შრომის ბაზრის გენდერული სეგრეგაციისა და გენდერული თანასწორობის, როგორც დემოკრატიის, სოციალური სამართლიანობისა და კეთილდღეობის საკითხის შესახებ," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ginsc.net