თბილისი. 6 სექტემბერს, ომბუდსმენთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მეშვიდე სხდომა გაიმართა.
„უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ სამუშაო შეხვედრის მსგავსი ფორმატი მიზნად ისახავს დაინტერესებული საზოგადოების ინფორმირებას საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის შესახებ, ასევე მათი ჩართულობის უზრუნველყოფას მიმდინარე პროცესებში. სხდომაზე ისაუბრეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის მიზნით შესრულებულ/დაგეგმილ ღონისძიებებზე, მოისმინეს საბჭოს მოწვეულ წევრთა მოხსენებები საბჭოს საქმიანობაში მათი მონაწილეობის შესახებ," ნათქვამია ომბუდსმენის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.ombudsman.ge