თბილისი. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი სამ კერძო ტელეკომპანიასთან ერთად არჩევნების დღეს ეგზიტპოლს ჩაატარებს. გადაწყვეტილება მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 7 სექტემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო.
„მოვუწოდებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და მენეჯმენტს კიდევ ერთხელ გადახედონ მიღებულ გადაწყვეტილებას და თავი შეიკავონ ისეთი პროექტების განხორციელებისგან, რომლებიც მაუწყებლის მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ დააყენებს.
მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი და სამეთვალყურეო საბჭო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს. მიუღებელია მათი განცხადება, რომ ეგზიტპოლების შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ კვლევით ორგანიზაციას და არა უშუალოდ მაუწყებელს. ვთვლით, რომ ამ შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოსა და მენეჯმენტის ცალკეულმა წევრებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს წარმოდგენილი გეგმით ეგზიტპოლის ჩატარების რისკები," ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: www.transparency.ge