en
ge

სახალხო დამცველი ზუგდიდში არასამთავრობოებს შეხვდა

სამეგრელო. საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 23 იანვარს,  ზუგდიდში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. სადაც რეგიონისთვის სპეციფიკური და აქტუალური საკითხებზე ისაუბრა და აქვე აღნიშნა, რომ ომბუდსმენის აპარატი დეცენტრალიზაციას საჭიროებს.
სახალხო დამცველის განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მათი აპარატის ერთი წარმომადგენლის მუშაობა საკმარისი არ არის და ამ მიზეზით განიხილავენ შტატის გაზრდის, მათი თანამშრომლების და საქმეებში აქტიურად ჩართვის საკითხს. 
„ჩვენ გვაქვს შეხვედრები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომ გავაფართოვოთ საქმიანობის არეალი, გავზარდოთ საშტატო ერთეული, ასევე მუშაობის სტილიც. გვინდა მოხდეს უწყების დეცენტრალიზაცია და ადგილობრივმა წარმომადგენლებმა საკუთარი ინიციატივით, მაგრამ ცენტრალურ ოფისთან შეთანხმებით ცალკეულ საქმეებზე მუშაობა დაიწყონ", – აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)