13-14 სექტემბერს, ომბუდსმენმა ბრიუსელში, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული საკოორდინაციო კომიტეტის და ფინანსური კომიტეტის შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.
„შეხვედრაზე განიხილეს მიღწეული პროგრესი და ინიციატივები, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) აქტივობებისა და გავლენების გაზრდას გრძელვადიან პერსპექტივაში; იმსჯელეს სამუშაო ჯგუფების პოლიტიკის საკითხებზე, ასევე, განიხილეს ENNHRI-ის სტრატეგიული გეგმები," ნათქვამია ომბუდსმენის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.ombudsman.ge