იმერეთი.ამ თემაზე 24 იანვარს, ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსია გაიმართა. დისკუსიას ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე უძღვებოდა. შეხვედრაზე განიხილეს მედიის თავისუფლების ხარისხი საქართველოში, თუ რა როლი მიუძღვის მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს დემოკრატიული საზოგადოების ფორმირების პროცესში და როგორია მოსახლეობის დამოკიდებულება მედიის მიმართ.
შეხვედრაზე გამოიკვეთა აზრი, რომ დღევანდელი მდგომარეობით ქართული მედია არ არის ბოლომდე თავისუფალი, ქვეყანაში არსებობს რადიომაუწყებლობა ან ბეჭდური მედია, რომელიც სახელმწიფო ორგანოებისგან დამოუკიდებლად არსებობს, თავისუფალია, მაგრამ მათ არ აქვთ საშუალება და ფინანსური მხარდაჭერა საქართველო სრული მასშტაბით მოიცვან.
დისკუსია ორგანიზებული
იყო „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის" (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.