კახეთი. 20-21 სექტემბერს, საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ორგანიზებით ჩატარდა ჟურნალისტთა ტრეინინგი „ძლიერი მედია სამართლიანი არჩევნებისთვის".
„პროექტის ფარგლებში გაიმართა 3 იდენტური ტრენინგი, სადაც მონაწილეობა მიიღო 65 ჟურნალისტმა მთელი საქართველოს მასშტაბით.
ტრენინგზე განხილულ იქნა შემდეგი თემები: არჩევნების მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში და მედიის როლი; არჩევნების სამართლებრივი საკითხები; წინასაარჩევნო კამპანია და პროცედურები; არჩევნების დღის პროცედურები და წესები; საარჩევნო დავების განხილვა; მედია ორგანიზაციების მოვალეობები პოლიტიკური რეკლამების გაშუქებისას," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში