en
ge

კინოკლუბი ფოთში

სამეგრელო. ფოთში, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის" პროექტის - „ახალგაზრდების სამოქალაქო პარტნიორობის ინიციატივა" - ფარგლებში, #7 საჯარო სკოლის ბაზაზე კინოკლუბი ჩამოყალიბდა. კინოკლუბის გახსნის ღონისძიება 18 იანვარს გაიმართა და მას ადგილობრივი ხელისუფლების, მედიის წარმომადგენლები და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ. კინოკლუბის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის „აკაკის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში" – ჩვენება. მისი დასრულების შემდგომ მოსწავლეებსა კინომცოდნეებს შორის გაიმართა ფილმის განხილვა.
ჰუმანიტარული ფონდი „აფხაზეთის" პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო".
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)